ქართული ოცნება

ივანიშვილი: კოალიციის დაშლაზე საუბარი ნაადრევია

0 კომენტარი
საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიციის დაშლაზე საუბარი, ამ ეტაპზე, ნაადრევია. ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილი პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ  თვითმმართველობის არჩევნებში ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილოებას. 
"რატომ თქვა ლევანმა ეს, არ ვიცი. თუ მას, რესპუბლიკურ პარტიას ან კოალიციაში შემავალ სხვა ძალას ექნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა, ეს კოალიციის დონეზე ჯერ განხილული არ ყოფილა. ჯერჯერობით კოალიციას ვინარჩუნებთ, ამიტომ დაშლაზე საუბარი ჯერ არ არის და ნაადრევია", - აღნიშნა ივანიშვილმა
თუმცა, პრემიერმა იქვე განმარტა, რომ, თუ ნაციონალური მოძრაობა მომავალი არჩევნებისთვის სუსტი პოლიტიკური ძალა იქნება, მაშინ კოალიციის დაშლის საკითხი დღის წესრიგში დადგება: 
"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვეყოლება რეალური გარე ოპოზიცია, რისი ეჭვიც სერიოზულადაა, რადგან ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად ელექტორატს ვეღარ ფლობს და მომავალ არჩევნებში ალბათ სუსტად იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გავზრდით შიდა კონკურენციას", - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები