ლიტერატურა

გერმანული გამომცემლობა წიგნებიდან სიტყვას `ზანგი` ამოიღებს

წიგნის გერმანულმა გამომცემლობამ Thienemann გადაწყვიტა საბავშვო მწერლის, ოტფრიდ პროისლერის წიგნი `პატარა კუდიანი` თავიდან გამოსცეს და ტექსტიდან ამოიღოს სიტყვა `ზანგი`, რის შესახებაც Spiegel Online-მა დაიწერა. აღნიშნულ სიტყვას რაიმე სხვა სიტყვით კი არ ჩაანაცვლებენ, არამედ საერთოდ ამოიღებენ.

როგორც Thienemann-ის წარმომადგენელი ამბობს, გამომცემლებს მიაჩნიათ, რომ წიგნი უნდა იყოს ადაპტირებული ენობრივ და პოლიტიკურ ცვლილებებთან.  გამომცემლობა ასევე გადახედავს სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ პოლიტიკური თვალსაზრისით არაკორექტული სიტყვები.

'პატარა კუდიანი' ('Die kleine Hexe') 1957 წელს გამოიცა. მისი ავტორი, ოტფრიდ პროისლერი გერმანიაში ერთ-ერთი ცნობილი საბავშვო მწერალია და 30-ზე ემტი წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც ბევრ ენაზეა თარგმნილი.

 

 

კომენტარები