ამნისტია ჩეხეთში

პრეზიდენტ კლაუსის ინიცირებულმა ამნისტიამ ჩეხეთში პროტესტი გამოიწვია

 

 პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის გადაწყვეტილებამ პატიმართა მესამედის გათავისუფლების  შესახებ ჩეხეთში პროტესტი გამოიწვია. კლაუსმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მარტში გასდის, ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ განცხადება საახალწლო გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 20 წლის აღსანიშნავად კეთდება. "ჩვენ ვაძლებთ შანსს იმ ადამიანებს, რომელთაც დაარღვიეს კანონი, მაგრამ ამის გამეორებას არ აპირებენ", - განმარტა კლაუსმა. 

ჩეხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 3000 პატიმარი უკვე გაათავისუფლეს, 4000 კი უახლოეს კვირებში დატოვებს ციხეებს. ამნისტია არ შეეხო მათ, ვისაც 10 წელზე მეტი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის მომხრეთა აზრით, პატიმართა გათავისუფლება მკვეთრად შეამცირებს ციხეებში პატიმართა რაოდენობასა და გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. 

ჩეხეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ივა ბროზოვას აზრით, ამნისტიის საჭიროება ჩეხეთში არ იყო, ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტია კი ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ქვეყანაში.

 

 

 

 

 

კომენტარები