ჩეხეთი

ჩეხეთის მოქალაქეები პირველად აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით

-12 იანვარს ჩეხი ამომრჩევლები, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პირდაპირი წესით  რესპუბლიკის პრეზიდენტს აირჩევენ. აქამდე პრეზიდენტს პარლამენტი ნიშნავდა. მოქმედი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. 
საარჩევნო მარათონში 9 კანდიდატი მონაწილეობს. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ორ კანდიდატს აქვს. ორივე მათგანს ადრე ჩეხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. მილოშ ზემას მოქალაქეების 23% უჭერს მხარს, იან ფიშერს კი 16%.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50% პროცენტს. ამდენად, საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება.  
მოქალაქეები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შანსს დადებითად აფასებენ, თუმცა, მათ უმეტესობას გადაწყვეტილი არ აქვს ვის მიემხროს. 

კომენტარები