იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი: ჩვენ არ ვენდობით დღევანდელ სასამართლოს

ჩვენ არ ვენდობით დღევანდელ სასამართლოს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. როგორც წულუკიანმა განმარტა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ პარლამენტს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

წულუკიანის თქმით, "არიან მოსამართლეები, რომლებმაც გადალახეს ზღვარი".

"არ მინდა ამ ზოგადი ხასიათის შეფასებაში მოვახვედრო ყველა მოსამართლე, რადგან არის მოსამართლეების ჯგუფი, რომლებმაც რთულ პირობებში მოიტანეს პროფესიული სინდისი და არ გადალახეს გადაულახავი ზღვარი, მაგრამ არიან მოსამართლეები, რომლებმაც გადალახეს ზღვარი და გააჩინეს უსამართლო სამართალი. გარდა ამისა, რადგან გარკვეულ საქმესთან მიმართებაში დაისვა შეკითხვა, ხომ არ იყო ის პოლიტიკურად მოტივირებული, მთავარ პროკურორს გაუჩნდა ინიციატივა, რომ გაგვეფართოებინა მსჯავრდებულთა წრე და ხალხს გადაეწყვიტა ასეთი საქმეები. მაგალითად, ხალხმა გადაწყვიტოს არის თუ არა დამნაშავე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არის თუ არა დამნაშავე გენერალი კალანდაძე და ა.შ.", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა, რომლის თანახმადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება.

კომენტარები