ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს უპრეცედენტო სახიფათო ნაბიჯს

ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა და განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის ხელმოწერით ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებას ამოფარებული "საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს უპრეცედენტო სახიფათო ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ".
"გარეთ გამოვა ყველა ადამიანი, რომელიც ახდენდა კოორდინაციას რუსეთის დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ჯაშუში იქნება გამოშვებული. ადამიანები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ომის დროს გადასცემდნენ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის, ასევე სამხედრო შესყიდვების შესახებ. ამ ადამიანებს საქართველო უხდის ბოდიშს. საქართველო თავს იხრის მათ წინაშე და ათავისუფლებს, როგორც პოლიტდევნილებსა და . ეს ხდება ცინიკურად", - განაცხადა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პოლიტიკურ ნიშნით მსჯავრდებულთა ამნისტია  1920 წელს რუსეთის მოთხოვნით მენშევიკური მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტს შეადარა. 

კომენტარები