საქალაქო სასამართლო

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული პირები გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად უკანონო შეირაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისთვის ბრალდებული 6 პირი, პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

მიმდინარე პროცესზე ხვიჩა საბაშვილს, გიორგი გაბრაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს, თამაზ ბეგიაშვილს და ზაზა ბეთლემიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გადახდა დაეკისრათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს  2- ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპით გრძელდება. პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრება. 

კომენტარები