გამოძიება

ბექა გოჩიაშვილი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია რუსთვი 2–ს ინტერვიუ მისცა 16 წლის ქართველმა ჯაზმენმა  ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ჯაზმენს  ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები მოწმის სტატუსით, მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტზე, 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვაზე იმყოფებოდა მისი ძმაც, 18 წლის ლაშა გოჩიაშვილი. 
ბექა გოჩიაშვილი აცხადებს, რომ მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის - ემუქრებოდნენ, რომ საზღვარზე არ გაუშვებდნენ. თუმცა, ამჟამად გოჩიაშვილი ამერიკაში იმყოფება.
 "ჩემი ძმა გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ის სამი საათი იკითხებოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, საშინელი მუქარა ხორციელდებოდა. რომ გამოვიდა, ვერ აზროვნებდა. მათ შორის, დაჭერითაც ემუქრებოდნენ", - განაცხადა გოჩიაშვილმა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ძმები გოჩიაშვილები მართლაც იმყოფებოდნენ დაკითხვაზე, თუმცა პოლიციაში ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ.

კომენტარები