შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები

შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - სელტიკის ყოფილი დამრიგებელი 55 წლის გორდონ სტრაჩანი. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ნოემბერში კრეიგ ლივაინი თანამდებობიდან დაითხოვა, შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო

"დღეს ჩემთვის დიდი დღეა. აქამდე მოსასვლელად 40 წელი დამჭირდა. ვიცი, რომ რთული პერიოდი მელის, მაგრამ იმედი მაქვს, ასევე კარგიც ბევრი მოხდება", აღნიშნა სტრაჩანმა.

55 წლის სტრაჩანი სკოტებს პირველად 6 თებერვალს, ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის გამოცდის.

კომენტარები