მკვლელობა

მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტი დედ ხასანი მოკლეს

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი, მეტსახელად დედ ხასანი მოკლეს. რესტორნიდან გამოსული უსოიანი 14:30 წუთზე სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. დაჭრილი ე.წ. კანონიერი ქურდი საავადმყოფოს რეანიმაციაშიც მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დედ ხასანი რუ­სეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მოქ­მე­დი წამ­ყვა­ნი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის ლი­დე­რი იყო. ის თბილისში 1937 წელს დაიბადა და წარმოშობით ქურთია. 

 

კომენტარები