შსს

ჯაბა ებანოიძე: გარკვეულწილად ვაღიარებ დანაშაულს

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ბანკ ქართუს საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ.

შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ, ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარკვეულწილად აღიარებს დანაშაულს. მისი თქმით, ''დანარჩენი სასამართლოზე გადაწყდება''. 

ჯაბა ებანოიძის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება, და ''იმ ქონების გადამალვაში დახმარება, რომელიც რაღაცა ვალდებულების შესასრულებლად იყო განკუთვნილი", აგრეთვე, ყალბი საანგარიშო დოკუმენტების შედგენა. 

"ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გავეცნობით ბრალს და კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, ამას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა. 

რაც შეეხება კიდევ ორი ყოფილ მაღალჩინოსანს - მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძეს, მათი ადვოკატების განცხადებით, ისინი სრულად აღიარებენ ბრალს. 

ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. 

შეგახსენებთ, შსს-მ ბანკ ქართუს გაკოტრების სქემის შესახებ განცხადება 2012 წლის დეკემბერში გააკეთა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები