მიუნხენის ბაიერნი

გვარდიოლა მიუნხენის ბაიერნს გაწვრთნის

როგორც მიუნხენის ბაიერნის ვებ-საიტი იუწყება, კლუბს ივლისიდან ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლა უხელმძღვანელებს. რეკორდმაისტერის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე, გუნდის ამჟამინდელ თავკაცს იუპ ჰაინკესს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ ეს უკანასკნელი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. რუმენიგემ ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ჰაინკესი ბუნდესლიგის ოქროს სინის მოპოვებას შეძლებს და კლუბს ღირსებულად დატოვებს.

"მოხარულები ვართ, რომ ბავარიას ისეთი საფეხბურთო ექსპერტი უხელმძღვანელებს, როგორიც ხოსეპ გვარდიოლაა. მისი სამსახურით უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ პეპმა ყველა წინადადებას ბაიერნთან ერთად ტიტულების მოგება არჩია. გვარდიოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მუშაობით არა მხოლოდ ბავარია, არამედ ზოგადად გერმანული ფეხბურთიც გაიბრწყენს. ჩვენ მოუთმენლად ველით 2013 წლის ივლისს." - განაცხადა რუმინიგემ.

 

კომენტარები