ავსტრალიის ღია პირველობა

ავსტრალიის ღია პირველობა: უილიამსი კვლავ დაზიანდა, მაგრამ გაიმარჯვა

ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში 55 წუთში გაანადგურა ბერძენი ელენი დანილიდუ 6:1, 6:0. ბელარუსი შემდეგ რაუნდში ამერიკელ ჯეიმი ჰემპტონს შეხვდება.

წინა ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ, სერენა უილიამსმა კვლავ მიიღო დაზიანება. ამჯერად ამერიკელმა ჩოგანი სახეში გაირტყა, თუმცა მიუხედავად ამისა, გარბინ მეგურუზა ბლანკო ადვილად - ანგარიშით 6:2, 6:0 დაამარცხა.

უილიამსის შემდეგი მეტოქე ანა ტატიშვილის მძლეველი იაპონელი აიუმი მორიტა იქნება.

კაცებში გამარჯვება მოიპოვა ჯო უილფრიდ ცონგამ. ფრანგის საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირზე ფინალში ასპარეზობაა, რაც მან 2008 წელს მოახერხა. ამჯერად კი გო სოედას დამარცხება 2 საათსა და 3 წუთში, ანგარიშით 6:3, 7:6, 6:3 შეძლო.

კომენტარები