თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ შოთა ხიზანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა 35 000 ლარს შეადგენს. 
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხიზანიშვილის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელიც საქმეში ახალი გარემოებების არსებობას ეფუძნებოდა; კერძოდ, ხიზანიშვილს წარდგენილი ბრალდებიდან ერთ-ერთზე პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებული ამნისტია შეეხო. 

კომენტარები