პატიმართა წამება

ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს

ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის საქართველოში დილის პირველი საათისთვის სტამბოლის რეისით ჩამოვიდა. აეროპორტში მყოფმა მისმა ადვოკატებმა პირველი კომენტარი დაახლოებით 04.00 საათისთვის გააკეთეს. 

 ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა, ლალი აფციაურმა აღნიშნა, რომ  ბედუკაძის დაკავებისა და დოკუმენტების გაფორმების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დაპატიმრებული ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაყვანილი, მისი კუთვნილი ნივთები კი, ოჯახის წევრებს გადაეცათ.
"ბედუკაძეს აქვს საბრძოლო განწყობა, კარგი გაგებით. მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. მას აქვს პატიმრების წამების ამსახველი კიდევ სხვა მასალები და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებსაც გადასცემს ბრალდების მხარეს", - აღნიშნა აფციაურმა.  
ადვოკატის ინფორმაციით, ბედუკაძე დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიებასთან თანაშრომლობისთვის მზად არის და დაბრუნების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 
ბედუკაძეს პატიმრებისადმი არადამიანურ და ღირესების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი. მას აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები