სტალინი

ზემო ალვანში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს

ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ალვანში ახლადაღდგენილ სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს. სოფლის მოსახლეობის თქმით, ძეგლი სავარაუდოდ წინა ხელისუფლების  მხარდამჭერებმა დააზიანეს, ვინაიდან ისინი მის აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ.

მონუმენტი ერთი წლის წინ აიღეს, თუმცა 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს სოფლის მცხოვრებლებმა იგი აღადგინეს. 

კომენტარები