ბადრი ბიწაძე საქართველოში დაბრუნდა

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე, გამთენიისას საქართველოში დაუბრუნდა. პრესასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ "მთავარი დაბრუნება არაა, მთავარია სამართლიანობა აღდგეს. დაწყებულია ეს პროცესი, რაც სასიხარულოა, თუმცა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ".   

ბადრი ბიწაძეს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საპარლამენტო კომისიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. მან საქართველო 2011 წლის მაისის მოვლენების შემდეგ დატოვა.  

კომენტარები