NBA

სან ანტონიომ გოლდენ სთეითი დაამარცხა

სან ანტონიო სპურსმა გოლდენ სთეით უორიორზი ანგარიშით 95-88 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედნი უბერებელი ტიმ დანკანი და ტონი პარკერი იყვნენ. დანკანმა 24 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, თავის მხრივ, პარკერმა 25 ქულის ჩაგდება შეძლო და თანაგუნდელები 8-შედეგიანი გადაცემით მოამარაგა.

ამრიგად, სპურსმა საშინაო არენაზე გამარჯვებათა რეკორდი გაზარდა: 18-2.

გოლდენ სთეითის ფორვარდი დევიდ ლი სტაბილურად კარგ თამაშს განაგრძობს. 22 ქულა, 6 მოხსნა და 7 გადაცემა - ასეთია მისი მონაგარი. წაგებულთა რიგებში, სტივენ ქარის ნაცვლად მოთამაშე ჯარეთ ჯეკმა, 20 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ამრიგად, ტიმ დანკანისა და ტონი პარკერის ლიდერობით, სან ანტონიო სპურსი სამხრეთ-დასავლეთის კონფერენციის პირველ ადგილზეა და მეორე საფეხურზე მყოფ მემფის გრიზლის 4 მოგებული თამაშით უსწრებს.

კომენტარები