პატრიარქი

ილია მეორე ვლადიმირ პუტინს შეხვდება

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მოსკოვში გაემგზავრა. საპატრიარქოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ილია მეორე  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდება. პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის თქმით, შეხვედრა რუსეთის პატრიარქის კირილეს რეზიდენციაში შედგება. 

ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იმსჯელებენ ქართველი მეფეების - თეიმურაზ პირველის და ვახტანგ მეექვსის ნეშტების გადმოსვენების საკითხზეც. ჟვანიას თქმით, პატრიარქი აუცილებლად ისაუბრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებაც. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსჯელობა მოსკოვში საყურადღებო საკითხებზე იქნება. 

პატ­რი­არ­ქის ვი­ზი­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თო­ბის ფონ­დის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ცე­რე­მო­ნი­ას რუ­სე­თი­სა და მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი კი­რი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არქს, კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად, გა­და­ე­ცე­მა პრე­მია სა­ხელ­წო­დე­ბით - "გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბელ ხალ­ხებს შო­რის ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სათ­ვის, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გან­მტკი­ცე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში".

 

კომენტარები