პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი დავოსში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დავოსში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

ფანჯიკიძის განმარტებით, ივანიშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანსაც შეხვდება. ასევე მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე სესიაში.

"მოგეხსენებათ, ეს არის ძირითადად ეკონომიკური ხასიათის ფორუმი, ამიტომ იქ ეკონომიკის დარგში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იქნებიან. მათთანაც არის დაგეგმილი შეხვედრები. რადგან ეკონომიკური ფორუმია, ინტერესიც ამ კუთხით არის, თუმცა ყოველ ასეთ დიდ საერთაშორისო ფორუმზე, მონაწილეები სარგებლობენ შემთხვევით და პოლიტიკურ შეხვედრებსაც ატარებენ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები