ქართული ოცნება

ჯაფარიძე: ევროსაბჭოს წარმომადგენლები ქართული ოცნების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები ქართული ოცნების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი.

ჯაფარიძის განცხადებით, დროა, ქართული ოცნება თვითკრიტიკითაც დაკავდეს. 

''ევროსაბჭოს წარმომადგენლები ქართული ოცნების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ამის დასტურია დღევანდელი სხდომაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი გზავნილები და პოლიტიკის მთავარი საკვანძო საკითხები ევროპასა და ამერიკაში ბოლომდე არ არის მიწოდებული. უკმაყოფილებას ადასტურებს ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ. ქართული ოცნება მარტო სააკაშვილის კრიტიკით კი არ უნდა დაკავდეს, ასევე უნდა დავიწყოთ თვითკრიტიკაც, რადგან უფრო ეფექტური უნდა გახდეს ჩვენი კომუნიკაციები გარე სამყაროსთან. ახლა აქ ყოფნისასაც მე ვგრძნობ, რომ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს აკლიათ ინფორმაცია და ეს ჩვენი ბრალია", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ. 

კომენტარები