დსთ

ევგენი პრიმაკოვი: საქართველოს დსთ-ში დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა

Голос России-ითვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა.
"საქართველოს დსთ-ში დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა. თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია... არსებობს პრობლემები, რომელიც რომელიმე მხარის მიერ ვერ გადაწყდება. ჩვენ ვერ წავიღებთ უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს კი არ შეუძლია აღიაროს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა. ამ პირობებში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ ერთმანეთთან შესახვედრად, რომ საბოლოოდ შევქმნათ პირობები, ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტისთვის, რომელიც დღეს მოუგვარებლად გვეჩვენება", - განაცხადა პრიმაკოვმა.
ყოფილმა პრემიერმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზეც ისაუბრა. პრიმაკოვი ამ კონტექსტში, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 6-პუნქტიან გეგმასაც შეეხო: 
"მეექვსე პუნქტი იყო მოლაპარაკებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მომავალი სტატუსის განსაზღვრაზე. სააკაშვილმა ის ამოშალა. ის, როგორც პოლიტიკოსი, არცთუ შორსმჭვრეტელია. ამით ჩვენ ჩაგვაყენა მეტად რთულ ვითარებაში. საქართველომ მაშინვე დატოვა დსთ, თუმცა ჩვენი სამშვიდობოები ცხინვალში დსთ-ის მანდატის ფარგლებში იყვნენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი [აღიარების]...", - განაცხადა პრიმაკოვმა.

კომენტარები