საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები

ქართველმა 17-წლამდელებმა მინსკის ტურნირზე ბელარუსს სძლიეს

მინსკში 17-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები დღეს მასპინძლებს, ბელარუს ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ.

ჯვაროსნები გუშინდელის მსგავსად, ილია კერძევაძემ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის 75-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩი ასეთი ანგარიშით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე მალანიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმის გამოყენება ვერ შეძლო.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ბელგიის გუნდმა ლიტვას 1:0 სძლია და ჯგუფს სწორედ ბელგიელები ლიდერობენ. მორიგ მატჩს, დევდარიანის ფეხბურთელები ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების გარდა, მასპინძელი ბელარუსის, ბელგიის, ლიტვის, რუსეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ლატვიის 17-წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ.

კომენტარები