მთავრობა

კალაძე: ალასანიასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის მხრიდან ძალიან სწორი შეფასება გაკეთდა

ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ირაკლი ალასანიას ვიცეპრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ, ''ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან სწორი განმარტება გაკეთდა''.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს უწყება, ასევე ჯარის განვითარება. იმისთვის, რომ მალე შევძლოთ NATO-ში გაწევრიანება, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სწორედ ამის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, და­ვოს­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვი­ცეპ­რე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

კომენტარები