ბრიფინგი

მერაბიშვილი: პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, პატიმარ ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მერაბიშვილმა ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო, რაც მთავრობამ მიიღო.

"აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ახალმა მთავრობამ მიიღო. ყველა სხვა საკითხს – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლის გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, რომ  ჩახალიანი 2003-2008 წლებში იმ მოძრაობის ლიდერი იყო, რომელიც საქართველოს გაძლიერებისა და საქართველოდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის.

შეგახსენებთ, სომეხმა პატიმარმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო გუშინ დატოვა. 

კომენტარები