თბილისის მერია

მერიამ გაფიცვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა

 სამარშუტო ტაქსების მძღოლები გაფიცვის გამო, დედაქალაქის მერიამ დროებით მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდა. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს. გაიზარდა როგორც ავტობუსების, ასევე მეტროში მატარებლების რაოდენობა, რათა მოსახლეობამ დროულად გადაადგილება მოახერხოს.

უკვე მეორე დღეა, რაც თბილისში სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან გაფიცული. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

კომენტარები