რუსეთი

რუსეთს მისტრალები აღარ სჭირდება

მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდები რუსეთის ცივი კლიმატის პირობებში ვერ იმუშავებს. ამის შესახებ, ეხო მოსკვის ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა. რუსეთმა საფრანგეთისგან ორი მისტრალი დაახლოებით 1 მილიარდ ევროდ შეიძინა. საფრანგეთში დამზადებული პირველი ხომალდი რუსეთმა შეიარაღებაში მომავალ წელს უნდა მიიღოს.

როგოზინის განცხადებით, ამ ხომალდებს 7 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე მუშაობა არ შეუძლიათ.

მთავრობასთან არსებული სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე ივან ხარჩენკო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საფრანგეთისგან მისტრალის ტიპის ხომალდების შესყიდვის შესახებ უაზრო და სახელმწიფოსათვის ზიანის მომტანი იყო. პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს დააკისრა.

 

 

კომენტარები