პატრიარქის ვიზიტი რუსეთში

ილია მეორე: მოსკოვში ვიზიტი ისტორიული იყო და მას კარგი შედეგები მოჰყვება

 კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და აეროპორტში განაცხადა, რომ   ეს ისტორიული ვიზიტი იყო. 

"ღვთის წყალობითა და შეწევნით ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული ვიზიტი და მას კარგი შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა უწმინდესმა.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე მოსკოვში პატრიარქ კირილის მიწვევით იყო. ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოსი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.  ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტთან  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძმე­ბად დარ­ჩე­ნის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა სიტ­ყვა "შეც­დო­მით" აღ­წერა, ხო­ლო ბრალი არც სა­ქარ­თვე­ლოს დასდო  და არც რუ­სეთს - "არა­მედ ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბებს".

 

კომენტარები