მოდის ინდუსტრია

ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

0 კომენტარი

ცნობილი დიზაინერი, ჯონ გალიანო, რომელმაც დიორის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა თითქმის ორი წლის წინ დატოვა, პარიზის კაფეში გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, მოდის სამყაროს უბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში ის სარეაბილიტაციო კლინიკის სტუმარი იყო, ჩამოერთვა საპატიო ლეგიონერის წოდება და თითქმის სრულიად ჩამოშორდა შემოქმედებით წრეებს. არც არაფერი შეუქმნია - თუ არ ჩავთვლით კაბას ქეით მოსისა და ჯეიმი ჰინსის ქორწილისთვის 2011 წელს.

როგორც ჩანს, ოსკარ დე ლა რენტას გალიანოს შებღალული რეპუტაცია ნაკლებად აღელვებს. დიზაინერმა ის ნიუ იორკში, თავის სტუდიაში ახალ კოლექციაზე სამუშაოდ მიიწვია, რომლის ჩვენებაც თებერვალში ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გაიმართება. "მე და ჯონი ერთმანეთს მრავალი წელია ვიცნობთ და მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს, განსაკუთრებით ისეთი ნიჭიერი, როგორიც გალიანოა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მივცე მას შესაძლებლობა, დაუბრუნდეს მოდის სამყაროს, სადაც ის ასეთი კრეატიული იყო", - ამბობს დე ლა რენტა. 

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ასევე გამოხატეს მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ გალიანოს წარმატებას უსურვებენ. "ჩვენ ყოველთვის ვიყავით მისი დიდი ნიჭის თაყვანისმცემლები. გალიანო მოდის ინდუსტრიისთვის ორი წელი დაკარგული იყო და ახლა მოუთმენლად ველოდებით ოსკარ დე ლა რენტას ჩვენებას, რომლის შექმნაშიც ჯონი მონაწილეობს", - ამბობენ იტალიელი დიზაინერები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები