ვატიკანი

პაპის მიერ გაშვებულ ”მშვიდობის მტრედს” თავს თოლია დაესხა

0 კომენტარი

რომის პაპის ტრადიციულ ლოცვაზე - Angelus Domini, როდესაც პონტიფექსი თავისი კაბინეტის ფანჯრიდან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს მიმართავს, დაუგეგმავი მოვლენა მოხდა. როდესაც პაპმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ქადაგება წარმოთქვა და მშვიდობის შესახებ საუბარი გაასრულა, ტრადიციულად მან ფანჯრიდან მტრედები გაუშვა.

ერთ-ერთ მტრედს, მოულოდნელად თავს თოლია დაესხა. ფრინველების ბრძოლა, რომელიც შეკრებილი აუდიტორიისთვის სიმბოლური მნიშვნელობის აღმოჩნდა, მშვიდობის მტრედის გამარჯვებით დასრულდა. მტრედი თოლიას დაეხსნა და თავშესაფარი მონახა.

კათოლიკე კომენტატორებმა პაპის ფანჯარასთან განვითარებული მოვლენა, თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობისა და მშვიდობის ელჩების მდგომარეობას შეადარეს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები