განათლების სამინისტრო

საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასი 70 ლარით ეზრდებათ

საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასი 70 ლარით გაეზარდათ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ სანიკიძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახელფასო ზრდა აღარ იგეგმება. 

"2013 წლის ბოლოს კი, საშემოსავლოს ხარჯზე პედაგოგებისთვის გაიცემა ე.წ. მე-13 ხელფასი. საბაზისო ხელფასი 243 ლარი ამ ეტაპზე 70 ლარით გაიზარდა და მეტი სახელფასო ზრდა მიმდინარე წლისთვის აღარ იგეგმება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

კომენტარები