დსთ

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან დიალოგის ფარგლებში დსთ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, დსთ-სთან დაკავშირებით ევდიკიმოვის განცხადებას გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, ევდიკიმოვის განცხადების შესახებ ქართული მედიიდან შეიტყო და კარასინთან დიალოგის ფარგლებში დსთ ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. 

"ბატონ კარასინთან ჩემი დიალოგის ფარგლებში ტერმინი დსთ საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, შესაბამისად დსთ-ის თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია [...] წარმოდგენა არა მაქვს, საიდან მოიტანა ბატონმა ევდოკიმოვმა ის, რაზეც იგი თავის განცხადებაში საუბრობს", განუცხადა ზურაბ აბაშიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს. 

კომენტარები