დსთ

უსუფაშვილი: დსთ-ზე ფიქრიც, ოცნებაც და დაბრუნებაც უჩემოდ მოგიწევთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თუ ვინმეს საქართველოს დსთ-ში დაბრუნება სურს, ამის გაკეთება მის გარეშე მოუწევს". რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ევდოკიმოვი ირწმუნება, რომ დსთ-ში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელმძღვანელობასთან კონტაქტები უკვე დაწყებულია. 

"პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ ამ თემაზე. ამ დარბაზში ვინც ბრძანდებით, ვინმეს გსურთ დსთ-ში დაბრუნება? თუ ვინმეს გსურთ, იცოდეთ, რომ უჩემოდ მოგიწევთ დსთ-ზე ფიქრიც, ოცნებაც და მასში დაბრუნებაც", - ამ განცხადებით უსუფაშვილმა იუსტიციის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

 

კომენტარები