პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებში ვენეციის კომისია აქტიურად ჩაერთვება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იუსტიციის სახლში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. უსუფაშვილის თქმით, საქართველოში დამთავრდება პრაქტიკა, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  საქართველოში ყველა კონსტიტუციური ცვლილება ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით განხორციელდება და მათი ექსპერტები ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უარყოფითი პოზიცია არ აქვს. ამ პროცესში კი, ჩაერთვებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლები. 

"ახლო მომავალში, შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ფუნდამენტურად გადახედავს მოქმედ  კონსტიტუციას", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

კომენტარები