დსთ

ლუკაშევიჩი: მოსკოვი საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, დღეს, 31 იანვარს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "მოსკოვი საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს". 
მისი განმარტებით, 29 იანვარს ევდოკიმოვის მიერ გაკეთებული განცხადებები ჟურნალისტების მიერ არასწორად იქნა გაგებული. 
"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მოსკოვი საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხს არ განიხილავს. ეს საკითხი თბილისთან ჩვენი კონტაქტების დღის წესრიგში არ არის", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა

კომენტარები