სარჩელი

ლევან გაჩეჩილაძის შვილი პრეზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შვილი გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. გაჩეჩილაძის ადვოკატები ლევან სამუშია და ლალი აფციაური პრეზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.
სამუშია მიხეილ სააკაშვილს გიორგი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. ადვოკატი ლალი აფციაური კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება არის კრიმინალი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 იანვარს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "პაწაწინა გრეჩიხუნებმა" ათწლეულების განმავლობაში გაუმწარეს მრავალ თაობას ცხოვრება და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
"საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ "პაწაწინა გრეჩიხუნას" პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი ამბავი, ტელეკამერების წინ ვიღაცას ყელი გამოჭრა. უნდა ვაგებინოთ პასუხი გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც კახეთი სტიქიის შემდეგ 6 კვირაში აღადგინა. ის უნდა ჩავსვათ ციხეში, რადგან საკუთარ იდეალებს არ უღალატა", - განაცხადა სააკაშვილმა. 
გიორგი გაჩეჩილაძე ოქტომბრის ბოლოს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერისთან" მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა. იგი სამართალდამცავებმა დააკავეს, ხოლო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ინციდენტის შედეგად კაფეს დაცვის თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები