ჭიდაობის ფედერაცია

ლუკა კურტანიძე: ყველაფერი მოგვარებულია

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციაში მოხდარი ინციდენტის განხილვა მიმდინარეობდა. აღნიშნული შეხვედრა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ უკვე დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ „ყველაფერი მოგვარებულია“.
„დაპირისპირება აღარ არსებობს, არსებობს ერთი პოზიცია, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტსმენებს ხელი შეეწყოთ მომზადებაში“, – განცხადა კურტანიძემ. 
ლუკა კურტანიძე ამბობს, საჭირო აღარ არის ჭიდაობის პრეზიდიუმის შეკრება, რომელსაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი უნდა განეხილა.
"ჩვენ ერთიანი ვართ და ამ ერთობით ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ", – აცხადებს კურტანიძე. 
გუშინ, 30 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძემ  ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს თემურ ყაზარაშვილს სცემა. კურტანიძე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.

კომენტარები