ქართული ოცნება

ჯაჭვლიანი: მესაჯდომეებს უმცირესობას ვუწოდებ

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "აქცენტებში" პირობა დადო, რომ ამიერიდან ტერმინ "მესაჯდომეს" აღარ გამოიყენებს და მათ მხოლოდ უმცირესობის სახელით მოიხსენიებს. საკუთრივ ტერმინი "მესაჯდომე" რამდენიმე თვის წინ ჰომოსექსუალთა აღსანიშნავად თავად ჯაჭვლიანმა გამოიგონა. "მესაჯდომეებს დღეიდან  ვუწოდებ უმცირესობას", განაცხადა მან პირდაპირ ეთერში. ჯაჭვლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, როგორც პარლამენტის წევრი, აპირებს მესაჯდომეთა უფლებები ისე დაიცვას, რომ "მათ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან". 

ფილმის "მაიტა ნასოსი" რეჟისორის და მთავარი როლის შემსრულებლის თქმით,  მთელი ცხოვრების მანძილზე "მესაჯდომეები" მის უფლებებს ლახავდნენ. ჯაჭ­ვლი­ანს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა ფორ­მით არ­ღვევ­დნენ მის უფ­ლე­ბებს "მე­საჯ­დო­მე­ე­ბი", თუმ­ცა აღ­შფო­თე­ბა გამოთქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მე­დია უფ­რო მეტ ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს "მე­საჯ­დო­მე­ებს", ვიდ­რე ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს.

დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს სექსუალური უმცირესობების მიმართ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას. მისი თქმით, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, ის ჯერ არ იყო დეპუტატობის კანდიდატი. 

კომენტარები