ქველმოქმედება

მაიკლ კორსი გაეროსთან ითანამშრომლებს

ცნობილმა დიზაინერმა, მაიკლ კორსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა გაეროსთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ.

კორსი საქველმოქმედო აქციებს გამართავს, რომლებიც გაეროს პროგრამის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. საუბარია პროგრამაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შიმშილის დამარცხებაზეა ორიენტირებული. "გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ძალების გაერთიანება ამის საშუალებას მოგვცემს. შიმშილი ის პრობლემაა, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია და მე ვამაყობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის ნაწილი ვიყოთ", - განაცხადა დიზაინერმა. 

მარტში მაიკლ კორსი საათის ახალ მოდელს წარმოადგენს, რომლის გაყიდვისგან შემოსული თანხა გაეროს გადაეცემა. თითოეული ნიმუშისგან აღებული თანხა ასი ბავშვის გამოკვებას შეძლებს. ამასთან, კორსი არა მხოლოდ ლიმიტირებული კოლექციებით აპირებს პროგრამის დახმარებას, ის სპეციალური ღონისძიებების მოწყობასაც გეგმავს.

თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით დიზაინერმა ვიდეორგოლო გადაიღო, რომელშიც მასთან ერთად კაროლინა კურკოვა, ოლივია მუნი და სხვა ცნობილი სახეები იღებენ მონაწილებას. 

 

კომენტარები