პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: ზურაბ ჟვანიას სახით, ქვეყანამ დაკარგა ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადება ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ''რა მოხდა რეალურად''. 

"ქვეყანამ დაკარგა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის, საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერმინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის,ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალებიდან  8 წელი გავიდა. 

კომენტარები