ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენრალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ "სერიოზულ რეპრესიებს განახორციელებს". 

"დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში ისეთი, რომ ამას მოჰყვა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით - დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ნაციონალური მოძრაობის წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. ამ ფონზე, მათი დღევანდელი განცხადებები, რომ მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს სერიოზული რეპრესიები ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების წევრთა წინააღმდეგ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, თანამდებობრივ უფლებამოსილებას არ გადააჭარბონ.  

"მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი - თუ უახლოეს დღეებში პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ანუ შეაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა პარლამენტის საკმაოდ ბევრი წევრი. ასეთი ქმედება არის დასჯადი დანაშაული. ვურჩევ მთავრობას, თავი დაანებოს ოპოზიციური წევრების წინააღმდეგ ნადირობას და მიხედოს ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს განვითარებას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სხვა ვალდებულებების შესრულებას, რომლის პირობა ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ გასცა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ბა­ტებ­ში იწ­ვე­ვენ. 

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბამ,  უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ, ორი პი­რო­ბა წა­მო­ა­ყე­ნა. 

კომენტარები