საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ალბანეთში იკრიბებიან

4 თებერვალს, ალბანეთის დედაქალაქ  ტირანაში სრულად შეიკრიბებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის იხმო. კვიპროსიდან მოემგზავრება გუნდის თავკაცი - თემურ ქეცბაიაც. რაც შეეხება თბილისიდან წამსვლელებს, ასეთი მხოლოდ ოთხია - ჯაბა კანკავა, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლორია და ირაკლი ძარია.

მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ ალბანეთში წამსვლელთა სია დაასახელა, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. პირველად, გუნდს ჯანო ანანიძე გამოაკლდა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და სასურველ ფორმაში არ იმყოფება. ქეცბაიამ სიას თითქმის მაშინვე დაამატა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი - ნიკოლოზ გელაშვილი. ნაკრებთან ერთად არ იქნება ნუკრი რევიშვილი. მის ნაცვლად კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს გიორგი მაკარიძე. სამწუხაროდ, დანაკლისები ამით არ დასრულებულა. თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა მიიღო და ვერც "კარპატის" ნახევარმცველი შეძლებს "ჯვაროსნებთან" ერთად ყოფნას.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

შეგახსენებთ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“ ზესტაფონი)

მცველები:  გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ზურა ხიზანიშვილი („კაისერისპორი“ თურქეთი) ალექსანდრე ამისულაშვილი („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა) გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე „დილა“, გორი) ილია კანდელაკი („ინტერი“ ბაქო) მამუკა კობახიძე ( „ალანია“ ვლადიკავკაზი, რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“ უკრაინა) დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი ( ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“ დანია)

სფფ-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით

კომენტარები