საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძე ვერულაშვილის ფრაქციიდან წასვლას უმრავლესობის ზეწოლას უკავშირებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მარიკა ვერულაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბაქრაძის თქმით, რამდენიმე კვირაა, პარლამენტის ზოგიერთ წევრზე ზეწოლა მიმდინარეობს. 

"რამდენიმე დღეა ჩვენ ვისმენთ უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ეს კვირა არის გადამწყვეტი, რომ ყველა პარლამენტის წევრმა უნდა ინდივიდუალურად დაამტკიცოს და გამოხატოს საკუთარი პოზიცია და რომ ამ გამოხატვაზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მოამავალი და ისიც, რამდენად შეძლებენ ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას. სწორედ ეს არის იმ მუქარების საჯარო გამოხატულება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ასეთი მუქარები, ასეთი ზეწოლა, ასეთი შანტაჟი უკვე კვირების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტის რამდენიმე წევრზე და ის, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ უმრავლეობის მხრიდან, იყო უკვე ხილული გამოხატულება ამ ზეწოლის და შანტაჟის, როცა პირდაპირ ხდებოდა მოწოდება ოპოზიციური დეპუტატების მიმართ, ინდივიდუალურად, არა ფრაქციის, არა პოლიტიკური პარტიის, არამედ ინდივიდუალური ინტერესების გათვალიწინებით დაეფიქსირებინათ პოზიცია. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ჩავთვალოთ, რომ ქალბატონი ვერულაშვილის მიერ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება გახლავთ შედეგი სწორედ იმ მოწოდების, სადაც იყო პირდაპირი მუქარის ტონით გაკეთებული განცხადება უმცირესობის დეპუტატების მიმართ, რომ მათ ეს გაეკეთებინათ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები