შსს

ღარიბაშვილი: სადარბაზოებთან უხმარ შპრიცებს განგებ ყრიან ფონის შესაქმნელად

0 კომენტარი

შსს-ს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოტიკების მომრავლებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის კითხვას უპასუხა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სადარბაზოებთან უხმარ შპრიცებს უარყოფითი ფონის შესაქმნელად განგებ ყრიან.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები და ეს ვიდეოზე გვაქვს გადაღებული და ამაზე ვაწარმოებთ გამოძიებას, თუ როგორ ყრიან უხმარ შპრიცებს სადარბაზოების წინ... მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ვიღაც ადამიანები ყრიან უხმარ შპრიცებს იმ ფონის შესაქმნელად, რაზეც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. საუბრობენ, რომ ჩვენი მთავრობა არის დესტრუქციული, ჩვენ ვანგრევთ ქვეყანას და ა.შ.", - აცხადებს ღარიბაშვილი. 

კომენტარები

Undefined
// //728x90home_bottomother_bottom