კანონპროექტი

საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო კურსთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა

0 კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა. საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. პროექტით, უცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა. 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, საქართველო არასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის დომინანტი ქვეყანა.

მომზადებული კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები