პარლამენტი

ბიძინა გუჯაბიძემ პარლამენტარების ჩაცმულობაზე კანონპროექტი მოამზადა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბიძინა გუჯაბიძემ, დეპუტატების ჩაცმულობასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა.

გუჯაბიძის მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს. 

კანონპქტის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის თქმით, პარლამენტში საპროტოკოლო ჩაცმულობა ''გარკვეულწილად ისედაც დამკვიდრებულია''.

"რაც შეეხება ეროვნულ ტანსაცმელს, შეიძლება, ეროვნული ტანისამოსის წარმოჩენა ეროვნულ დღეებში მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში, პარლამენტში ჩოხა-ახალუხითა და ნაბდებით სიარული მოგვიწევს, პარლამენტს გარეთ ცხენებს მივაბამთ და თავლაც დაგვჭირდება", - აღნიშნა ხაჩიძემ. 

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

კომენტარები