საქართველოს პარლამენტი

სერგო რატიანი: ბრბოს მმართველობა ტირანიის უმძიმესი ფორმაა

"მეგობრებო, დემოკრატია არის ხალხის მმართველობა კანონის საშუალებით, ხალხის მოქმედება კანონგარეშე და კანონსაწინააღმდეგოდ კი არის ბრბოს მმართველობა და ჩვენ ამას ვხედავთ თვითმმართველობებთან მიმართებაში. ესაა ბრბოს მმართველობა და ესაა ტირანიის ყველაზე მძიმე და ცუდი ფორმა", განაცხადა სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა. 

რატიანის თქმით, გარდა იმისა, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ქართულ ოცნებაში გადაინაცვლა. 

"თქვენ მოიგონეთ საინტერესო ტერმინი "ჩანერგილები" და თქვით, რომ ესაა ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილი ხალხი. მინდა გითხრათ, რომ ეს ტერმინი 1953 წლიდან საბჭოთა კავშირშიც კი არ იხმარებოდა, ეს იყო სტალინისტური ტერმინი, ეს იყო ტოტალიტარული რეჟიმების პარანოიის ტერმინი, ამას ხმარობდა ნაცისტური გერმანია და ამას ხმარობდა სტალინი. თქვენ დააბრუნეთ საქართველოში არა მარტო სტალინის ტერმინები, არამედ სტალინის ძეგლი და ესაა ძალიან მძიმე სანახავი, რადგან ეს ადამიანი პირადადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოჰპარეს მე-20 საუკუნე. სწორედ ამიტომ, არასდროს დავეთანხმებით იმას, რომ ასეთ ძალას ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება", განაცხადა რატიანმა.

სოციალური ქსელების საშუალებით უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რატიანის აღნიშნული გამოსვლის შემდეგ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას "სტალინიც სტკივა". 

კომენტარები