საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი: საგარეო კურსის შესახებ მუხლზე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის საგარეო კურსის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებაზე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ისაბროს.

"ჩვენ გთავაზობთ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, რომელსაც მე ვიცი, რომ სინამდვილეში თქვენ მხარდაჭერის წინააღმდეგობა არ გაქვთ, მაგრამ ვიღაცა ვიღაცის გუშინწინდელი განცხადების გამოა გაბრაზებული. ბრძანეთ პარლამენტის დათხოვნის 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით და კი, ბატონო, გითხარით, რომ გავითვალისწინებთ და არ ვახლოთ ხელი პარლამენტს. რაც შეეხება სხვა თემებს, შევქმნათ საკონსტიტუციო კომისია და იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზეც ამ კომისიამ უნდა იმსჯელოს, შევიტანოთ კონსტიტუციის დაცვის მექანიზმებიც და საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხიც, თუკი რაიმე შეიძლება კონსტიტუციაში ჩაიწეროს", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები