ელჩები

მაია ფანჯიკიძე: დღეს მოსმენაზე მიწვეულია 9 ქვეყანაში ელჩობის კანდიდატი

NATO-ში საქართველოს ელჩი, გეგა მგალობლიშვილი თანამდებობაზე რჩება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მგალობლიშვილი ამ პოსტზე იქამდე დარჩება, ვიდრე როტაციის დრო არ მოვა. 

ფანჯიკიძის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რიგ ქვეყნებში ელჩების კანდიდატურები უკვე გადაუგზავნა, ასევე კანდიდატურების ნაწილი უკვე გადააგზავნა პარლამენტში პრეზიდენტმაც და ''დღეს სწორედ ამ კანდიდატების მოსმენა იქნება''.

"დღეს მოსმენაზე მიწვეულია 9 ქვეყანაში ელჩობის კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საინტერესო განხილვა და პარლამენტი ყველა კანდიდატურას დაუჭერს მხარს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტს ელჩობის კანდიდატურები რამდენიმე დღის წინ წარუდგინა

კომენტარები