საპარლამენტო უმრავლესობა

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით ხვალ აღარ წარდგება

0 კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება.

როგორც დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა და პრეზიდენტის გამოსვლა გადაიდო.

უსუფაშვილის განმარტებით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯერ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარდგეს პარლამენტში პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და სიტყვით გამოვიდეს, მაგრამ უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს ჯერ არ მოხდეს. 

"ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემთ საკუთარ თავს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტში ხვალ უნდა წარმდგარიყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები